აკაკი ბობოხიძე - არჩევნებამდე პერიოდი ამზადებს არჩევნებს, ჩვენი პრეტენზია ოპოზიციურ სპექტრთან არის ის, რომ ნუ ატყუებენ ხალხს - ყბადაღებული თემაა, რომ „ქართველ ხალხს ეკუთვნის სტატუსი“ - ტყუილია! არაფერს იმსახურებ თუ მის მოსაპოვებლად არ იბრძვი

ჩვენი პრეტენზია დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან არის ის, რომ ნუ ატყუებენ ხალხს, განგაშის განცდას ნუ უმსუბუქებენ, საგანგაშო მდგომარეობაა - თუ ხელისუფლება არ შევცვალეთ, კანდიდატის სტატუსი არაფრის მომცემი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განმარტა, ხელისუფლების პირობებში პრობლემებს ბოლო არ ექნება, ამიტომ იმედოვნებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ დააშინებენ და დაასრულებენ.

„ერთადერთი, რამაც „ქართულ ოცნება“ უნდა დააშინოს, არის 2024 წლის არჩევნები. იმედი მაქვს, დავაშინებთ და დავასრულებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებზე საუბარი წყლის ნაყვაა. ამ ხელისუფლების პირობებში, პრობლემებს ბოლო არ ექნება, თავისი არსით ქვეყანას მიაქანებენ იქით, სადაც არ უნდა მივდიოდეთ. ეს ხელისუფლება გვაშორებს დასავლურ გარემოსთან. თუნდაც, როდესაც ომის საფრთხეზე ესაუბრებიან ხალხს. საქართველოს მოსახლეობას, რაც არ უნდა ლოგიკით ვესაუბროთ, მათ ეშინიათ და ეს ბუნებრივია. შიშის გადალახვა მხოლოდ საუბრით შეიძლება. ბევრჯერ უნდა ავუხსნათ, რომ დასავლეთს კი არ უნდა ჩვენთან ომი, რუსეთს უნდა ჩვენთან ომი, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთს დაუკეტოს სატრანზიტო მიწოდების საშუალებები. ფაქტებიც ადასტურებს, რომ მშვიდობა არის იქ, სადაც ნატო და ცივილიზებული სამყაროა, ომია იქ, სადაც რუსეთია.

არჩევნებამდე პერიოდი ამზადებს არჩევნებს. ჩვენი პრეტენზია დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან არის ის, რომ ნუ ატყუებენ ხალხს, განგაშის განცდას ნუ უმსუბუქებენ, საგანგაშო მდგომარეობაა. დამოკიდებულება და მოლოდინის შექმნა, რომ ქართველი ხალხის ცის ქვეშეთშია და რაიმეს ავტომატურად იმსახურებ, არ არის სწორი. არაფერს იმსახურებ, თუ მის მოსაპოვებლად არ იბრძვი. საკუთარ მიწასაც კი მუდმივი ბრძოლა სჭირდება, რომ შეინარჩუნო. ყველაფრის მიღწევას ბრძოლა და შრომა სჭირდება. ყბადაღებული თემაა „ქართველ ხალხს ეკუთვნის სტატუსი“ - ტყუილია! ბრძოლა სჭირდება, შრომა სჭირდება ნებისმიერი მდგომარეობის მოპოვებას. სტატუსი მჭირდება შემდეგი ამოცანის შესასრულებლად. თუ ხელისუფლება არ შევცვალეთ კანდიდატის სტატუსი არაფრის მომცემი არ იქნება“,- აღნიშნა ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება