მედია - აზერბაიჯანი ყარაბაღელი მებრძოლებისთვის, რომლებიც იარაღს ყრიან, ამნისტიას განიხილავს

აზერბაიჯანი ყარაბაღელი სომეხი მებრძოლებისთვის, რომლებიც იარაღს ყრიან, ამნისტიის საკითხს განიხილავს, თუმცა ყარაბაღის ზოგიერთმა სამხედრო ნაწილმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობას გააგრძელებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეტ ჰაჯიევმა Reuters-ს განუცხადა.

„თუნდაც ყოფილ სამხედროებსა და მებრძოლებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება მათი ასე კლასიფიცირება, თუნდაც მათთვის, ჩვენ ამნისტიას ვგეგმავთ“, - განაცხადა ჰაჯიევმა.

მისივე თქმით, ყარაბაღელი სომხების უფლებები დაცული იქნება აზერბაიჯანში მათი ინტეგრაციის ფარგლებში.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არმიის ცალკეულ ჯგუფებისა და ოფიცრებს, რომლებმაც გააკეთეს საჯარო განცხადებები, რომ ისინი არ დათანხმებულან ჩვენს პირობებს და გააგრძელებენ წინააღმდეგობას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რამდენიმე მცირე ჯგუფი ტყეში გადადის. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და უსაფრთხოების დიდი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გამოწვევებს და სირთულეებს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბის", - აღნიშნა ჰაჯიევმა. ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ იარაღის დაყრამდე მათ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებოდათ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება