გიორგი ამილახვარმა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა განათლების სისტემის განვითარების კუთხით ხაზი გაუსვა ფრანგულ მხარესთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაფართოების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო პროგრამების დამატებისა და ასევე, საქართველოში დამოუკიდებელი ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის დაფუძნების საკითხებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ალექსანდრა რიხტერი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში, ქეთევან ქურციკიძე.

პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ 2018 წლიდან ხორციელდება და ის წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო