დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

კერძოდ, ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდნენ და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი სტიკერები დააკრეს, რომელიც სალანძღავ სიტყვებს შეიცავდა.

„გუშინ, როდესაც გადავადგილდებოდი, გვერდით ამომიდგა ორი მანქანა, სადაც ისხდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტები, ერთი ზუსტად ვიცი, რომ „დროა“ იყო, დანარჩენი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა, ან სხვა პოლიტიკური პარტია. მათ ჩემი მიმართულებით დაიწყეს სალანძღავი სიტყვების ძახილი. მაქვს, მანქანის ნომერიც, ფერიც, გადმოხტნენ მანქანიდან და ჩემს მანქანაზე დააკრეს სტიკერები, სადაც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ჩემს მანქანაში რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება“,- აღნიშნა ზარნაძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. როგორც მან აღნიშნა, კოტე ზარნაძემ „აღნიშნულ პირებს შუა თითი უჩვენა“.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ზარნაძემ აღნიშნა: „მე დავიწყე?!“.

„შუა თითი ვაჩვენე კი არა მაგინებს, მლანძღეს და სტიკერები დამაკრეს-მეთქი! როდის ვაჩვენე შუა თითი?! სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? მე მივვარდი ჩემთვის. სწორია ეს დამოკიდებულება? დამიჭირეს, მლანძღეს და მაგინეს, რა შუა თითი ვაჩვენე“,- აღნიშნა ზარნაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება