მამუკა მდინარაძე - ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც თავისი განცხადებებით საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის

ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს, დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში.

„ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით. ის არის იმ სულ რამდენიმე ჩვენს კოლეგას შორის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან წარსულის ბნელი პარტიის მხარდაჭერით. ისინი არ არიან დავალების მიმცემები, ისინი თავად იღებენ იგივე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები საქართველოს პარლამენტში, გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ და ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების პიარული გარუსების კამპანიაში. ბოლო დროის ეს ყველაზე მავნებლური კამპანია, მათ შორის ქალბატონი ვიოლას, როგორც ერთ-ერთი შემსრულებლის ავტორობითაც გვევლინება ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება