კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციას - თქვენ სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ

ჩვენთვის სავსებით გასაგებია, თუ რა მიმართულებით აპირებს ოპოზიცია არჩევნების დღემდე მისვლას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე სანახავია ოპოზიციის ქმედებები, მათ ეტყობათ, რომ იმ წლებში სურთ დაბრუნება, რომელი წლებიც ქართველმა ხალხმა უკვე გაიარა.

კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე იმ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც პირადად მას შეემთხვა გუშინ. დეპუტატის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა იგეგმება, სრული სიმართლეა.

კონსტანტინე ზარნაძის თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება