პროკურორის განცხადებით, ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ლაზარე გრიგორიადისის ყოფნა დაადასტურეს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დღეს 4 მოწმე დაიკითხება.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, მოწმეებს შორის არიან პოლიციელები და ექსპერტები.

იაკობიძის თქმითვე, სასამართლოში ჩვენებას ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები მისცემენ, რომლებმაც ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩაატარეს და შემთხვევის ადგილზე ლაზარე გრიგორიადისის ყოფნა დაადასტურეს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს დაიკითხება 4 მოწმე, მათ შორის დაიკითხება ორი ექსპერტი, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტები, ასევე დაიკითხებიან პოლიციის თანამშრომლები.

მოცემულ შემთხვევაში ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის მიერ შესწავლილ იქნა ვიდეო ჩანაწერები და დადგინდა კონკრეტულ ეპიზოდში ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. როგორ დაადგინა, ამ დეტალებზე სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას ექსპერტი მიაწვდის სასამართლო პროცესზე. მოხდა ვიზუალური ამოცნობა“, - განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში