გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ყველგან დაძაბონ სიტუაცია და არეულობა შემოიტანონ - ჩვენ ამას არ დავუშვებთ

ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართული კამპანია არის იმისა, რომ ყველგან დაძაბონ სიტუაცია და არეულობა შემოიტანონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ , - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში განვითარებულ დაპირისპირებებს გამოეხმაურა.

მან ოპოზიციისა და პოზიციის წევრებს მოუწოდა, რომ სხდომაზე დრო განსახილველ საკითხებს დაუთმონ და ეს დაპირისპირებაში არ გადაზარდონ.

"როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომა გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებით დაიწყო. ვნახეთ, რომ კამათი იყო, რომელიც გარკვეულწილად დაპირისპირებაში გადაიზარდა. მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს კოლეგას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რომ საკრებულოს სხდომაზე მაქსიმალურად დავუთმოთ დრო იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებსაც განვიხილავთ. მინდა გითხრათ, რომ დღეს დღის წესრიგით 70 საკითხი გვაქვს განსახილველი, ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

იყო კონკრეტულად, გარკვეული განცხადებები. თქვენ იცით, ზოგადად, რომ ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართული კამპანია არის იმისა, რომ ყველგან დაძაბონ სიტუაცია და არეულობა შემოიტანონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. მაგრამ ასევე, მინდა მოვუწოდო უმრავლესობასაც, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ პროვოკაციებისგან და არ მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ სხდომა გარკვეულწილად გადაყვანილი იყოს დაპირისპირების რეჟიმში. მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ საკითხების განხილვაზე. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას, რომელიც გამოირჩევა, ასე ვთქვათ, მძაფრი განცხადებებით, მოვუწოდე, რომ თავი შეეკავებინა და გადავსულიყავით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ეს მან არ გაითვალისწინა და მერე უკვე, რაც მოხდა, ვნახეთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება