ზურაბ ჩიკვილაძე - გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტებით და კვლევებით სრულად დაფინანსება თბილისის მერიის და  საკრებულოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე დედაქალაქის მაცხოვრებლებს საჭირო კვლევებს და მედიკამენტებს სრულად დაუფინანსებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანების მდგომარეობას.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმად, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს საჭირო კვლევები და მედიკამენტები 100%-ით დაუფინანსდებათ. აღნიშნული ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგია. ეს გადაწყვეტილება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გარანტია გახდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება