ნინო ვარდოსანიძე - არ შეიძლება აგრესია და ურთიერთუპატივცემულობა პოლიტიკის სახელით გამართლდეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძემ, რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან პოლიტიკაში ქალების როლზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალებისთვის და მათი გააქტიურებისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში გარემოს გაჯანსაღებისთვის.

„ის სურათი, რომელიც ძირითადად ჩანს საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, არ იძლევა ბევრი ქალისთვის მოტივაციას, რომ ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით. უნდა აღვნიშნო, რომ საკრებულოში მეტ-ნაკლებად უკეთესი სტანდარტია და ვისურვებდი მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

დამეთანხმებით ალბათ, რომ არავის, მით უფრო ქალს, არ ექნება სურვილი იყოს იქ, სადაც არის შეურაცხყოფა, ურთიერთუპატივცემულობა, აგრესია და არ შეიძლება ეს ყველაფერი პოლიტიკის სახელით გამართლდეს. უფრო მეტიც, ვფიქრობ, პოლიტიკა ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოების ქცევაზეც.

ვისურვებდი, რომ ყველა ქალმა, ვინც პოლიტიკაშია, რეალურად იმუშაოს და გაიღოს ძალისხმევა, რომ გააძლიერონ სხვა ქალები და რეალურად შეუწყოს ხელი მათ პოლიტიკაში ჩართვას და არ შემოიფარგლოს სამუშაო შეხვედრებზე გაკეთებული პათეტიკური განცხადებებით“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და ერთ-ერთი ასეთი არის გაფანტული სკლეროზის მკურნალობის პროგრამა. ინიციატივის მიხედვით და დღეს ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ, მოხდება თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების 100%-ით დაფინანსება როგორც კვლევების, ისე მკურნალობის ეტაპზე.

ამას გარდა, წინა სხდომაზე ჩვენ დავამტკიცეთ პროგრამა სახსრების ენდოპროთეზირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქალაქში მცხოვრებლებს სრულად დაუფინანსდებათ აღნიშნული ოპერაცია. რამდენიმე წლის წინ პირადად მქონდა შეხება ამ ოპერაციასთან (ოჯახის წევრის მდგომარეობიდან გამომდინარე). ის მცირე თანხებს არ საჭიროებს და საკმაოდ მოთხოვნადი და ხშირი ოპერაციაა, განსაკუთრებით ქალებში. ეს ყველაფერი კი მიუთითებს ორივე მიმართულების, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების, პრიორიტეტზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულებები დარჩეს პრიორიტეტად და ამისთვის მუნიციპალიტეტმა გაიღოს თანხები“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება