შალვა კერესელიძე - მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფა

შოვის ტრაგიკულმა მაგალითმა გვაჩვენა, რომ გარდაუვალი აუცილებლობაა კატასტროფის რისკების შემცირების პოლიტიკის გაძლიერება და რეალურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა , - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის" წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

დეპუტატმა სახელმწიფო უწყებებს შორის სწორი კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივაზე ისაუბრა.

„შოვში დატრიალებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ სახეზე გვაქვს სამსახურებრივი გულგრილობის, უპასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და სტიქიური უბედურებების მართვის სისტემური ნაკლოვანებები. ხვალ იგივე რეალობაში რომ აღარ აღმოვჩნდეთ, აუცილებელია მოგვარდეს ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიც არის სახელმწიფო უწყებებს შორის სწორი და თანმიმდევრული კოორდინაცია. მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების, მისი ჯეროვნად აღსრულების, ეფექტიანად მართვის და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფა, რაც თავისი არსით გულისხმობს გარემოსდაცვითი კომპონენტის გამოყოფას სოფლის მეურნეობიდან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ უწყებად, სადაც გაერთიანდება ამ საქმიანობით და ფუნქციებით აღჭურვილი ყველა შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამეცნიერო დაწესებულებებიც", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება