ანჯეი დუდა - არ მჯერა, რომ მარცვლეულის შესახებ დავამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს პოლონეთ-უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე

მარცვლეულთან დაკავშირებულ დავას უკრაინასთან ურთიერთობებზე სერიოზული გავლენა არ ექნება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქალაქ პოზნანში უკრაინის აღდგენის შესახებ გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ანჯეი დუდამ პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკავშირებული დავა უმნიშვნელოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ პოლონეთის ბაზრისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების შესახებ დავა უმნიშვნელოა პოლონეთ-უკრაინის ზოგად ურთიერთობებში. არ მჯერა, რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სამომავლო ურთიერთობებზე. ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან საუბრით უნდა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ მარცვლეულის იმპორტთან წარმოქმნილი დავის გამო ბოლო დროს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები დაიძაბა. მიმდინარე წლის სექტემბრის თვის დასაწყისში პოლონეთმა გადაწყვიტა შეენარჩუნებინა ემბარგო უკრაინულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, იმის გამო, რომ უკრაინიდან ხორბლისა და სიმინდის იმპორტს შეიძლება სერიოზული ზიანი მიეყენებინა ადგილობრივი სოფლის მეურნეობისთვის.

უკრაინამ პოლონეთის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება