მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - ინტერპელაცია  გაკეთებული იყო არა იმისთვის, რომ ვინმეს შოვის ტრაგედიის მიმართ სოლიდარობის განცდა აქვს, არამედ პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა უნდოდათ

ის, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილისგან ვისმენთ, სამწუხაროდ, გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც „ნეონაცისტური“ პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში და ასეთი სტილით ცხოვრებას ნერგავენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ საყვედურობს.

„ანა წითლიძე გამოვიდა სიტყვით, შოვთან დაკავშირებულ ინტერპელაციაზე საერთოდ არ უსაუბრია და მინისტრს საყვედური უთხრა, კონკრეტულ პასუხებს რატომ არ იძლევიო - უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. თვითონ მართლა კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი ოპოზიციაში და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სხვას საყვედურობენ. მგონია, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შოვთან დაკავშირებით საინტერესო ყოფილიყო, აბსოლუტურად ამომწურავი, გასაგები პასუხები გაეცა, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ისედაც ყველასთვის გასაგები იყო. ვისაც საკითხის ინტერესი ჰქონდა, ყველამ ყველაფერი გაიგო მანამდეც, ვიდრე ინტერპელაცია გაიმართებოდა. უბრალოდ, როდესაც უსმენენ ბატონ ვაშაძეს ან ხაბეიშვილს, იქ ხომ გასაგებია, ეს ინტერპელაცია იყო გაკეთებული არა იმისთვის, რომ ვინმეს შოვის ტრაგედიის მიმართ სოლიდარობის განცდა აქვს ან ტრაგედიად აღიქვამს, ან კონკრეტული კითხვები აქვს საკითხთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პერფორმანსის გამართვა უნდოდათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ფსკერს ქვემოთ დგომაა ადამიანების მხრიდან გაჟღერებული საყვედურები, რაც ოჯახურ ტრაგედიას უკავშირდება.

„ეს არის სრული ამორალურობა. ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა იკადრო“, - განაცხადა სარჯველაძემ პირადად შს მინისტრის ოჯახურ მდგომარეობაზე საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება