შალვა პაპუაშვილი - შოვის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა და დახმარება - ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი

იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიაზე, შს მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის დასასრულს განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა და დახმარება.

„ის, რაც ვნახეთ შოვში, დიდი ტრაგედიაა ადამიანურადაც და ქვეყნისთვისაც და ბუნებისთვისაც ვფიქრობ, რომ დიდი კატასტროფა მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, ყველა სამხედროს, ყველა ექიმს, პოლიციელს, ყველა ოპერატორს მძიმე ტექნიკისა - ვხედავდით, რომ უპრეცედენტო სამუშაო იყო იქ გაწეული იმისთვის, რომ დროულად მომხდარიყო გზების აღდგენა, რათა მაშველებს შეფერხების გარეშე ემუშავათ.

იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის, მზად, რომ რაც შეგვიძლია წინასწარ განვჭვრიტოთ, მაგრამ თუკი ეს კატასტროფა მაინც თავს დაგვატყდება, ერთი რამე შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ - რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როცა დიდი ტრაგედიები ხდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება