კახა კახიშვილი - ადამიანების ტრაგედიაზე ცინიკური განცხადებები უბრალოდ მიუღებელია

ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული, სტიქიური უბედურება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის შემდეგ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, დღეს მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება და სამწუხაროდ, ეს განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს უბრალოდ დასკვნა გაეკეთებინა და სხვა რიტორიკაზე გადასულიყო.

„წლებია ჩვენ გლობალური დათბობის შესახებ გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა მეცნიერის მხრიდან, მაგრამ ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით და ბოლო წლებში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაჩვენა, რომ საქმე მარტივად ნამდვილად არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ნამდვილად უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და თუ სადმე რამეა დასამატებელი, აუცილებლად ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე უბრალოდ მიუღებელია. არანაირი პოლიტიკა და გამოსვლა არ ღირს იმ ფასად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მის ტრაგედიაზე იწერ რაღაც ქულებს, მითუმეტეს, როცა ეს უსაფუძვლოა. თუ საქმიანი კითხვები გააჩნიათ, მათ პასუხი უკვე გაეცათ. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრაგედიის აღმოფხვრის სამუშაოებში იყო ჩართული", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს