ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაზე - თუ დღეს დამნაშავეებს არ დააკავებენ, ხვალ პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, საკუთარ სახლში მიაკითხა 40-მდე შეიარაღებულმა ადამიანმა, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის ყველა დამნაშავის უპირობოდ დაკავებას მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ დღეს დამნაშავეებს არ დააკავებენ, ხვალ პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

„ირაკლი ეძგვერაძეს საკრებულოს წევრს, პოლიტიკური გამოსვლა ჰქონდა საკრებულოში და კალაძის კრიმინალურმა ბანდამ, ფაქტობრივად სახლში მოაკითხა 40-მდე შეიარაღებულმა ადამიანმა. „კასტეტებით“ დაუპირისპირდნენ ირაკლის და მის მეგობრებს. მისი მშობელი დედა უყურებდა ფანჯრიდან, როგორ უსწორდებოდნენ „კასტეტებით“. ეს არის ოჯახში რომ შეუვარდები ადამიანი და ორგანიზებულად უსწორდები, თან იმიტომ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, იმიტომ, რომ არ მოსწონს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება