მიხეილ სარჯველაძე - ძალადობა მიუღებელია და ეს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების მიღმა გასათვალისწინებელი ფაქტორია ყველასთვის - რა მოხდა, ვინ რა დააშავა, დაინტერესდებიან და გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები

ძალადობა მიუღებელია და ეს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების მიღმა გასათვალისწინებელი ფაქტორია ყველასთვის - ოპონენტების მხრიდან ხმამაღალი შეფასებები და წინასწარ განაჩენების დაყენებაც არასწორია , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სარჯველაძე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

როგორც მან აღნიშნა, ძალადობას ემიჯნება, თუმცა, არავის აქვს უფლება წინასწარ დამნაშავედ ვინმე გამოაცხადოს, იმის მიუხედავად, ამას ხაბეიშვილი ამბობს თუ თავად დაზარალებული.

"ზოგადად, ეს ის მომენტებია, როცა აუცილებელია პირველ რიგში გვახსოვდეს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. მინდა ვთქვა ხელისუფლების სახელით, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს საზოგადოებას აგრესია და ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც, როგორც ჩანს, ცალკეულმა პირებმა აირჩიეს. მინდა გავემიჯნო პირდაპირ ძალადობას და რა მოხდა და ვინ რა დააშავა, ამით დაინტერესდებიან და გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. შემდეგ გვექნება დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ის, რაც დასაწყისში ვთქვი (ძალადობის მიუღებლობაზე) ეს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების მიღმა გასათვალისწინებელი ფაქტორია უკლებლივ ყველასთვის.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან წინასწარ ხმამაღალ განცხადებებს, შეფასებებს, კვალიფიკაციის და განაჩენების დაყენებას, ესეც, რა თქმა უნდა, არასწორია.

გამოძიება გაარკვევს, რასთან გვაქვს საქმე, შემდეგ შეგვეძლება შეფასებების გაკეთება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, ასეთი ფორმის ამგრიშსწორება იქნება თუ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის მიუღებელი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჩემიანია თუ სხვისიანი, მაგრამ წინასწარ დამნაშავედ, მხოლოდ იმის გამო, რომ ხაბეიშვილი ასე ამბობს, არ გაქვთ უფლება ვინმე დამნაშავედ გამოაცხადოთ, გინდათ დაზარალებული ამბობდეს, ამას სჭირდება გამოძიება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება