ანა დოლიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს სერიოზული პრობლემები, სულ მცირე კომპეტენციის - ორ დღეში სახელდახელოდ ამოტრიალებული პოზიცია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს სერიოზული პრობლემები, სულ მცირე კომპეტენციის, - ასე ეხმაურება პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე“ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის შეცვლილი პოზიცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

,,ორი დღის წინ: პრეზიდენტს არ მიუღია მასალები იუსტიციის სამინისტროდან, თორემ სასწრაფოდ შეუწყვეტდა მოქალაქეობას. დღეს: პრეზიდენტი არ წყვეტს ფარცხალაძის მოქალაქეობას, რომ ის დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

დასკვნა: პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს სერიოზული პრობლემები, სულ მცირე კომპეტენციის. ორ დღეში სახელდახელოდ ამოტრიალებული პოზიცია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:

1.ანუ პრეზიდენტს სჯერა, რომ ფარცხალაძე დაისჯება? დადგება გამამტყუნებელი განაჩენი? ანუ, ის ნდობას უცხადებს ჩვენს გამოძიებას და სასამართლო სისტემას? და ეს ნდობა ბოლო 2 დღეში გაუჩნდა? გამამტყუნებელი განაჩენი რომც დადგეს, ეს იქნება ასე 9 წლის შემდეგ და ამის სჯერა? იმის ფონზე, რომ დღენიადაგ აკრიტიკებს სასამართლოს სისტემას და იმის ფონზე, რომ ჩვენს წინაშეა სასამართლოს მფარველი ოთარ ფარცხალაძე?

2.ფარცხალაძეს თავად შეუძლია მოქალაქეობა დატოვოს, მარტივად. ეგ გადასახადი კი არაა, გამოგეკიდოს. ანუ იმედი "დაისაჯოს" როგორც ქართველი, არის ლოზუნგი.

3.უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საერთოდ არ ნიშნავს დაუსჯელობას. ელემენტარული სისხლის სამართალია ეგ. დღესვე შეიძლება მისი დაკავება გინდ ქართველი იყოს, გინდ რუსი და გინდ ტუვალუელი.

4.რა მთავარია, თუ რჩება მოქალაქედ, რჩება ეროვნული ბანკის ბრძანების ქვეშ და ინარჩუნებს იმუნიტეტს.

მოკლედ, რა ხდება? რატომ გადაიფიქრა? ორი კაცი რომ დაუნიშნეს ბანკში, ამას ხომ არ უკავშირდება? ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს? იურისტებთან გადის კონსულტაციას?’’, -წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

განცხადების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

ინფორმაციას პარტია ,,ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება