გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის კიდევ ერთი ახალი შენობა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის კიდევ ერთი ახალი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქაშეთის ბაღის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი დაესწრნენ.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ახალი შენობა საქაშეთში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.

„შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და 50 ბავშვზეა გათვლილი. ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას. ახალი სასწავლო წელი გორის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებულ შენობებში კიდევ ორმა ბაღმა დაიწყო. უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი ბაღის გახსნაა დაგეგმილი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება