რუსული ძალები უკრაინას ორი ტიპის რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს

რუსულმა ძალებმა, ოდესის მიმართულებით, სავარაუდოდ, "შაჰედის" დრონები, ასევე "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტები და "ონიქსის" ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"ყურადღება! შავი ზღვიდან "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტების შესაძლო გაშვება! ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალს!"- აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება