შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ ღონისძიებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 5 ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფორუმის მიზანია საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით, დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნა და ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება. შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთო სატრანზიტო სისტემების გაფართოების, ასევე ციფრული სერვისების სასწავლო პროგრამების დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე და სხვა.

შეხვედრის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ მონაწილეებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ, ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით პარტნიორული პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „მედინინკაი“ მოინახულეს და ლიეტუვას საბაჟო ადმინისტრაციის უფროსთან დარიუს ზვირონასთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს და სხვა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას. ამასთან ყურადღება გამახვილდა იმ რისკის პროფილებზე, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, სანქცირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და საბაჟო რისკემის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოთარ რიკაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო