არჩილ თალაკვაძე - ფარცხალაძის შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება

ფარცხალაძის შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძის საკითხის დღის წესრიგში დატოვებას ემსახურება, რათა მასზე ოპოზიციამ ისაუბროს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დაბნეულია.

„ეს შემთხვევა ამოწურულია, რადგან კანონით განსაზღვრულმა ყველა ინსტიტუტმა, იქნებოდა ეს იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკი თუ საგამოძიებო სტრუქტურები, იმოქმედეს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

იყო სპეკულაციები, რომ გამოძიება არ დაიწყებოდა და დაიწყო, იყო სპეკულაცია, რომ მოქალაქეობის შეწყვეტას ხელს უშლიდა ხელისუფლება თუ მმართველი პარტია, ვნახეთ, რომ აქაც იუსტიციის სამინისტრომ მოკლე დროში გააგზავნა დასკვნა. ეს შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება. რაც შეეხება განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, რომელსაც დამატებით ვიგებთ ფარცხალაძის შესახებ, ემსახურება ერთადერთს, რომ თემა როგორმე დარჩეს დღის წესრიგში და როგორმე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების დღის წესრიგში შენარჩუნდეს ეს საკითხი, ვინაიდან მათ არ აქვთ სასაუბრო. სწორედ ამას ემსახურება 2 ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, როცა ერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა შეწყვეტაზე დასკვნის და შემდეგ ვნახეთ, რომ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ უწყვეტს მოქალაქეობას და დღეს ვნახეთ, რომ 3-თვიანი ტაიმაუტი იქნა აღებული,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ოპოზიციის ბრალდება, რომ ზურაბიშვილი, შესაძლოა, ივანიშვილის დავალებას ასრულებდეს, თალაკვაძე პასუხობს, ეს რომ ეს სპეკულაციაა.

„ჩვენი ოპონენტები ძალიან დაბნეულები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვინ შეიძლება დაეხმაროს, რაიმე ურჩიოს, არ ჩანს ასეთი ადამიანი. ერთმანეთს აჯერებენ იმაში, რასაც პერსპექტივა არ გააჩნია. ესეც არის მორიგი სპეკულაცია და გრძელდება მათი მხრიდან მხარდამჭერების მოტყუების პროცესი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე