ვიქტორ ყიფიანი IMF-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელს შეხვდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუელს შეხვდა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რის თანახმადაც სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მარეგულირებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვან რისკს ქმნის.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეგმავს ამ საკითხის დეტალურ გამოკვლევას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით. საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, სავალუტო ფონდი უზრუნველყოფს ამ ცვლილებების გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის მათ გავლენას IMF-ის მხარდაჭერილ ქართულ პროგრამაზე.

აგრეთვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორებს, რაც გავლენას ახდენს საფინანსო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე. განიხილეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს რათა საბანკო-საფინანსო სისტემა დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს და შეინარჩუნოს მედეგობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო