ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილი განაჩენი  უკანონო და დაუსაბუთებელია, რასაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატი ლიკა ბითაძე არაკანონიერს უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბითაძე განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე 2 წლის შემდეგ განაჩენის გამოტანა 7-8 მარტის საქმეზე გრიგორიადისის ბრალდებას უკავშირდება.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, თუკი, მომდინარე საქმეზე განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩაეტევიან, გრიგორიადისს თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი ექნება.

ადვოკატები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"მიგვაჩნია, რომ მოცემული განაჩენი კანონიერი არ არის. ხსენებული პროცესი 3 წელია არ დანიშნულა და ახლა ჩანიშნეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, სასჯელის ნაწილი აუცილებლად წელიწადი, ან წელიწადნახევარი ყოფილიყო, რაც სასამართლომ სრულად დაადგინა მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა საქმეზე, რომელზეც პროცესები მიმდინარეობს, დაცვის მხარეს საპატიმრო ვადა არ გაეშვა. მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი მხოლოდ ამიტომ დადგა, ის უკანონო და დაუსაბუთებელია, რასაც დაცვის მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში",- განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გირგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო