შალვა პაპუაშვილი - რუმინეთთან გვაკავშირებს პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპულ და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას

ხაზგასასმელია ის მხარდაჭერა, რომელიც რუმინეთმა ღიად გამოითქვა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს რუმინეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა აქვს.

,,ჩვენ რუმინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რომლის შესახებაც 2022 წელს შედგა შეთანხმება და ეს საკუთარ თავში გულისხმობს ეკონომიკურ განზომილებებს. რუმინეთთან გვაკავშირებს შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენი წვლილი, მათ შორის შავ ზღვაში ელექტროენერგიის გამტარი კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს. ეს ევროკავშირს მისცემს განახლებად ენერგიას ჩვენი რეგიონიდან, თუმცა რუმინეთთან გვაკავშირებს პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორობა, რაც თავის თავში გულისხმობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში მხარდაჭერას, ისევე, როგორც ნატო-ში ინტეგრაციაში მხარდაჭერას. ამ მხრივ, სრული მხარდაჭერა გვაქვს.

პარლამენტებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ ურთიერთობა. მივიღეთ შემოთავაზება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების საკითხებში გვქონდეს საგნობრივი გაცვლა და დახმარება რუმინელი კოლეგებისგან სხვადასხვა დირექტივის იმპლემენტაციის საკითხებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო