ესტონეთის პრეზიდენტი - მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე - საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი აცხადებს, რომ მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე.

როგორც ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით.

„ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე და ევროკომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით. ეს დავადასტურე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე”, - წერს „ფეისბუქზე“ ესტონეთის პრეზიდენტი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება