გერმანიაში ბრალი წაუყენეს სამ პირს, რომელთაც ქართველ ცოლ-ქმარზე იძალადეს - მათ ჯგუფურად გაუპატიურებასა და სხეულის მძიმე დაზიანებაში ედებათ ბრალი

გერმანიაში ბრალი წაუყენეს სამ პირს, რომელთაც საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარზე იძალადეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, უშუალოდ ფაქტი სამი თვის წინ ერთ-ერთ პარკში მოხდა. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელებმა კაცი ჯოხებით და მუშტებით სცემეს, ქალი კი გააუპატიურეს.

პროკურატურამ სავარაუდო მოწმედ 47 ადამიანი დაასახელა.

სამ მამაკაცს ბრალი ჯგუფურად გაუპატიურებაში, სხეულის მძიმე დაზიანებასა და ქურდობაში ედებათ.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება