ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი  ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, კერძოდ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი იმ პრიორიტეტებს, რაც განისაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და DG NEAR-ის გენერალური დირექტორის, ხერტ იან კოპმანის საქართველოში ვიზიტის დროს.

„მინისტრმა გენერალურ დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციების შესრულებისთვის, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების კუთხით.

გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პრიორიტეტების შესრულების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ აღნიშნული ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ კმაყოფილება გამოთქვეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტის გამო საქართველოში, რაც გახლდათ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ ინფორმაციასა და შეფასებების გაცვლის შესახებ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება