მედია - თეთრმა სახლმა უკრაინის ხელისუფლებას გაუგზავნა რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც ქვეყანამ დახმარების მისაღებად უნდა გაატაროს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში მაიკ პაილმა დონორთა ­საკოორდინაციო პლატფორმას წერილი გაუგზავნა, სადაც დაფიქსირებულია იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინამ მისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გასაგრძელებლად უნდა გაატაროს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს წერილი ასევე გაეგზავნა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და უკრაინის პრეზიდენტის აპარატს.დოკუმენტში გაწერილია ცვლილებები მათი განხორციელების პრიორიტეტის მიხედვით: 0-3 თვე, 3-6 თვე, ერთი წელი, 18 თვე.

ისინი ეხება სახელმწიფო საწარმოების, ანტიკორუფციული ორგანოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას.უკრაინული მედიის ინფორმაციით, წერილი არის სამუშაო პროექტი და განხილვას ექვემდებარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება