თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში მაიკ პაილმა დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას წერილი გაუგზავნა, სადაც დაფიქსირებულია იმ რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც უკრაინამ მისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გასაგრძელებლად უნდა გაატაროს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს წერილი ასევე გაეგზავნა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და უკრაინის პრეზიდენტის აპარატს.დოკუმენტში გაწერილია ცვლილებები მათი განხორციელების პრიორიტეტის მიხედვით: 0-3 თვე, 3-6 თვე, ერთი წელი, 18 თვე.
ისინი ეხება სახელმწიფო საწარმოების, ანტიკორუფციული ორგანოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებას.უკრაინული მედიის ინფორმაციით, წერილი არის სამუშაო პროექტი და განხილვას ექვემდებარება.