BBC - რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ცდილობს

რუსეთი ცდილობს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს კვლავ შეუერთდეს, საიდანაც ის გასული წლის აპრილში, უკრაინაში შეჭრის გამო გააძევეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატები ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა ხელახლა აირჩიონ საბჭოში ახალი, სამი წლის ვადით.

BBC-მ მოიპოვა დოკუმენტის ასლი, სადაც რუსეთი გაერო-ს წევრებს მხარდაჭერას სთხოვს კენჭისყრაში, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

რუსეთი იძლევა დაპირებას, რომ გამონახავს „ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ადამიანის უფლებების საკითხებზე“ და შეეცდება ხელი შეუშალოს საბჭოს ისეთ „ინსტრუმენტად გადაქცევას, რომელიც ემსახურება ქვეყნების ერთი ჯგუფის პოლიტიკურ ნებას“.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო სამი წლის ვადით არჩეული 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საბჭო ჟენევაში საქმიანობს. მომდევნო არჩევნებში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება