დედაქალაქში, წელს აკუსტიკური ხმაურის გადამეტების ფაქტზე 433 ოქმი შედგა - დაკისრებულმა ჯარიმამ კი ჯამში, 151 300 ლარი შეადგინა

თბილისში, 8 თვეში, აკუსტიკური ხმაურის გადამეტების ფაქტზე, 433 ოქმი შედგა, დაკისრებულმა ჯარიმამ კი ჯამში, 151 300 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტზე, 84 გაფრთხილება გაიცა. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედების გამო კი 13 ფიზიკური პირი და 125 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში ქმედების მესამედ გამეორების გამო საჯარიმო სანქცია 125 ფიზიკური პირსა და 86 იურიდიული პირს დაეკისრა.

„N398-ე დადგენილების "ტექნიკური რეგლამენტი – საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ" შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს აკუსტიკური ხმაურის კონტროლის განყოფილების ზედამხედველობის შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, შედგენილია ადმინისტრაციული საჯარიმო ოქმები: 771 მუხლის I ნაწილით - 84 ოქმი (გაფრთხილება); 771 მუხლის II ნაწილით - 13 ოქმი ( ფიზ. პირი 150 ლარი), 125 ოქმი (იურიდიული პირი 300 ლარი); 771 მუხლის III ნაწილით - 125 ოქმი (ფიზ. პირი 500 ლარი), 86 ოქმი (იურიდიული პირი 1000 ლარი). აღნიშნულთან დაკავშირებით თანხა ჯამში შეადგენს 151 300 ლარს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება