საია-მ, ბათუმში პროტესტის გამოხატვისას დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ზურაბ ქარჩავას სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" პროტესტის გამოხატვისას დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ზურაბ ქარჩავას სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

როგორც საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2022 წლის 28 დეკემბერს, ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ქარჩავა პოლიციამ უკანონოდ დააკავა და არ მისცა მას მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

მისი თქმით, ზურაბ ქარჩავა საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობის გაპროტესტებას კარვების განთავსებით ცდილობდა და მან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

„პროტესტის გამოხატვის დროს, ზურაბ ქარჩავა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ისინი ზემოქმედებდნენ სხვადასხვა ფორმით, რომ ზურაბ ქარჩავა დაეყოლიებინათ პროტესტის შეწყვეტაზე. როდესაც მან პროტესტის გამოხატვა დაიწყო და კარვის განთავსება ხელმეორედ დაიწყო, სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - აღნიშნავენ საია-ში.

მათი განმარტებით, საქმის განხილვის დროს ვერ გაეცა პასუხი კითხვებს, თუ რატომ იყო ზურაბ ქარჩავა დაკავებული ერთი დღის განმავლობაში და რის საფუძველზე შეეზღუდა მას კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

„ზურაბ ქარჩავას მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ჩვენ ამ პირის საქმეზე ვიდავეთ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ეროვნულ დონეზე შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვცდილობთ იმ სისტემური გამოწვევების შესახებ გავაგზავნოთ საჩივრები, რომელიც ქვეყანაში არის აქტუალური. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც არაერთი პირი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ მიმართ გამოყენებული იყო ძალიან მკაცრი სანქცია, როგორც პატიმრობა, ასევე ჯარიმა და ა.შ. ჩვენ ამ საქმით ვცდილობთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარმოვუდგინოთ მტკიცებულებები ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ამ კანონმდებლობის შეცვლას და მის რეფორმას“, -განაცხადა ქურდოვანიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად