პარტია „საქართველოსთვის“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კომისიის შემადგენლობაში არ იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ, თუმცა კომისიის წევრების შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

„ჩვენი გუნდის პოზიცია პირველივე დღიდან გახლდათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ასეც მოხდა. ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა დაიწყო. შესაბამისი კითხვებით მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წევრები ტრაგედიის პირველივე დღიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამაშველო ოპერაციებში. სამწუხაროდ, შს მინისტრის ინტერპელაცია და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხი გასცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას. „ოცნების“ ხელისუფლება მზად არ არის აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული. „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად. თუმცა, ამის მიუხედავად, სანამ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის შოვის მოსახლეობის, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ. მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი კომისიის წევრის შემადგენლობაში არ ვიქნებით. მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო, ადამიანური რესურსებით ან სხვა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა კერესელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის