ლევან ხაბეიშვილი - 350 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც საპენსიო სესხის აქვს, ეს თანხა უნდა გაუნულდეთ და მამაკაცებში საპენსიო ასაკმა 65 წლიდან, 60 წლამდე დაიწიოს - მალე პენსიონერების ფორუმი გვექნება

ვხვდებით პენსიონერებს, საინიციატივო ჯგუფს, რომლებმაც, საბოლოოდ, ორ საკითხზე უნდა იმუშაონ - 350 ათასზე მეტ პენსიონერს საქართველოში, ვისაც საპენსიო სესხის აქვს, უნდა გაუნულდეთ და მამაკაცებში საპენსიო ასაკმა 65 წლიდან, 60 წლამდე დაიწიოს. ასევე, მალე პენსიონერების ფორუმი გვექნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, გამარჯვების პლატფორმის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს ხვდებიან.

„ვხვდებით პენსიონერებს, საინიციატივო ჯგუფს, რომლებმაც, საბოლოოდ, უნდა იმუშაონ ამ ორ საკითხზე - ეს ეხება 350 ათასზე მეტ პენსიონერს საქართველოში, რომელთაც საპენსიო სესხი და ვალი უნდა გაუნულდეთ. ამ თემასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფთან დღეს შეხვედრა გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ასაკმა კაცებში 65 წლიდან, 60 წლამდე დაიწიოს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება პენსიონერებით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, კონკრეტული ინიციატივები გვექნება, რომლებიც პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის ვალის გაუქმებასა და საპენსიო ასაკის დაწევას უკავშირდება. უახლოეს პერიოდში, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, პენსიონერების ფორუმის გამართვას ვაპირებთ, სადაც საზოგადოებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავუზიარებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია