რაჟდენ კუპრაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების დელეგაციის წევრებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანსა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის უფროს ოფიცერს, კამილ მერლენსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს რეინ დეკერსს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებს. ბიუროს უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების როლს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოლიტიკის ოფიცერი, ლელა ლომია, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსები: ნინი მაღლაკელიძე და მარიამ კეპულაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება