ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
რაჟდენ კუპრაშვილი

რაჟდენ კუპრაშვილმა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლიდან ხელმძღვანელობს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, ხოლო 2019-2023 წლებში იკავებდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას. საჯარო სამსახურში მრავალწლიანი საქმიანობის გარდა, მას კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში უძღვებოდა საადვოკატო კომპანიას შპს „კუპრაშვილი და ადვოკატები” და მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“ (2013-2019).

გარდა ამისა, 2017-2019 წლებში, რაჟდენ კუპრაშვილი წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო 2014-2015 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსად სამშენებლო და საკონსულტაციო კომპანიებში. კარიერული განვითარების პირველ წლებში კი - საქართველოს საერთო სასამართლოებში, მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის პოზიციებზე.

რაჟდენ კუპრაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები, მონოგრაფიები და კვლევები ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა: პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმები ამერიკის შეერთებულ შტატებში; ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის საკანონმდებლო რეგულაციის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი; ჭარბვალიანობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები; ნოტარიუსის უფლებამოსილების ფარგლები სააღსრულებო ფურცლის გაცემისას და სხვა. აღსანიშნავია მისი დისერტაცია თემაზე — „ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის პრობლემები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“, ასევე ინგლისურენოვანი ნაშრომი - Analysis of Models of Legal Regulation of Insolvency of Natural Persons.

რაჟდენ კუპრაშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი
მაია ცქიტიშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
რაჟდენ კუპრაშვილი  - ხალხო, გენერალ-მაიორ ლევან ახობაძის სახლიდან არანაირი დიდი ოდენობის თანხა არ არის ამოღებული, 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი
რაჟდენ კუპრაშვილი - ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს
ბერდია სიჭინავა - არ არსებობს სფერო, სადაც მეტასტაზებივით არ შეაღწია კორუფციამ, როგორც მართვის სისტემამ - ლევან ახობაძეზე დევნა დაწყებულია იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიყენონ
რაჟდენ კუპრაშვილი ლევან ახობაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებზე - გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება
რაჟდენ კუპრაშვილი - ლევან ახობაძე თბილისში, საკუთარ სახლში, დღეს დააკავეს - ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს ვესწრები
გიორგი ბურჯანაძე - ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური ლევან იოსელიანიც კი ვერ ასცდებოდა სიმწვავეს, რომელიც ანგარიშში იყო - 2024 წელს იყო უპრეცედენტო მასშტაბის წამება საქართველოს ისტორიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2025
ირაკლი კუპრაძე - იმდენად მარგინალიზდა ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა - მისი ფუნქციების აუდიტის სამსახურში გადანაცვლება წყალია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ისტორიაში ყველაზე კორუფციულია
ლევან ბეჟაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს და აუდიტის სამსახურის ფუნქციები აბსოლუტურად სხვადასხვაა - ბიუროს გაუქმება არა რეფორმების გატარებას, არამედ იმას ემსახურება, რომ კორუფციის კუთხით კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა
შალვა პაპუაშვილი - მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ - დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს
რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტებს - არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ
ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
ირაკლი კობახიძე კითხვაზე: რატომ ვერ შეამჩნია რაჟდენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება - დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუგზავნა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ითხოვენ, რომ ბიუროს მიეწოდოს ინფორმაცია დაფინანსებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ
შალვა პაპუაშვილი - ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, ის დეკლარაციების სხვა ტიპის გადამოწმებას ახდენს, ვიდრე ეს შეუძლია გამოძიებას
კახა კალაძე - რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ - თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?
ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება