ირაკლი კობახიძე კითხვაზე: რატომ ვერ შეამჩნია რაჟდენ კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება - დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია სათანადოდ ვერ შეამოწმა, ამაზე პასუხს ვერ მოსთხოვენ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დეკლარაციაში თუ არ იყო ცდომილება, რანაირად უნდა შეემჩნია?! შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამას [რომ ვერ შეამჩნია ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ცდომილება]. თუ ობიექტური მიზეზი ჰქონდა, როგორ მოვთხოვთ პასუხს?! [ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციის შემოწმებაზე] თუ არ ჰქონდა, თეორიულ კითხვას მისვამთ, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.

თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული საფუძველი ამაზე საუბრისთვის, შეგიძლიათ ისაუბროთ. მე არ ვიცი ასეთი ობიექტური საფუძველი, მგონია, რომ არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს