რაჟდენ კუპრაშვილი - ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატ რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.

გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სხვა დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ხვალ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ წინასწარ აღკვეთის ღონისძიებაზე", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა