„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა

სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სექტემბერში მმართველ პარტიას 124 შემომწირველი ჰყავდა.

„სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ნიშანდობლივია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე - monitoring.acb.gov.ge – „ქართული ოცნების“ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ორი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც სხვა პარტიების მონაცემები სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ქვეყნდებოდა. „ქართული ოცნების“ შემწირველთა ოქტომბრის მონაცემები კვლავ დამალული რჩება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს