რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტებს - არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ

არ მოვუხსნივარ, აქ ვარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ, - ასე უპასუხა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტების კითხვას მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.

მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს