ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.