ანრი ოხანაშვილი - 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს აქვს - კანონი პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს - ირაკლი კობახიძეს, ანრი ოხანაშვილს, გიორგი კახიანს, თენგიზ შარმანაშვილს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს. ასევე, კანონი ითვალისწინებს პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც.

მისივე თქმით, საოქმო ჩანაწერში წარდგინების ავტორთა და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა მითითებულია.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დაესწრება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ხუთივე დეპუტატი, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მისივე თქმით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დარღვევა დადგინდეს.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ როგორც კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, ასევე შესაბამის პირს, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, აქვთ დასწრების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის წევრებს ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ განესაზღვრათ ვინ იქნებოდნენ წარმომადგენლები და თქვენთვის ცნობილია, რომ 5 დეპუტატს გვაქვს შესაძლებლობა წარვდგეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ხუთივეს გვაქვს შესაძლებლობა და უფლება, რომ დავესწროთ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები. საბოლოოდ, როგორ შევთანხმდებით, ხუთივე წავალთ თუ იქნება გამონაკლისი, ეს დამოკიდებულია პლენარული სხდომის დღის გრაფიკზე. სამშაბათს გვაქვს პლენარული სხდომა და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, მას ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, ამიტომ საოქმო ჩანაწერში მითითებულია, წარდგინების ავტორთა ანუ ჩვენი და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ჩვენ ველოდებით ამ პროცესს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად, კონსტიტუციურ სამართლებრივი გაგებით, კონსტიტუციის ჩანაწერების თანახმად განიხილოს ეს საკითხი და დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება ეს პოზიცია, რაც ასახულია წარდგინებაში, ეს ხელმისაწვდომია საჯაროდ”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება