შალვა პაპუაშვილი - შეხვედრებზე მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრების მთავარი თემა, საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

მისი თქმით, რუმინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

,,ეს ორი დღე სრულად შევსებული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის დონეზე, ისე მთავრობაში. ყველგან მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო. ეს სტრატეგიული პარტნიორობა თავისი შინაარსით ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა. რუმინეთის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ხაზგასმულია, როგორც პარტნიორი ქვეყნის შავ ზღვაზე და ორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის, როგორც ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების საკითხში. ჩვენ რუმინელი კოლეგებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მეტად და მეტად შევავსოთ შინაარსით, ეს იქნება საპარლამენტო დონე თუ სხვა განზომილებები. საპარლამენტო დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება