გურამ იმნაძე - კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება - მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა

კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს.

როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა.

„ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა აქ 2023 წლის ბოლოს იგეგმება. კვლევის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, მოზარდებში, 15-16 წლის ასაკში გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე საშუალო ევროპულს ზოგჯერ 2-ჯერაც აღემატება. მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ინჰალანტების ხელმისაწვდომობა, რაც იმას აჩვენებს, რომ მოზარდები იმ ნივთიერებას მოიხმარენ, რაც ფინანსური თვალსაზრისით მეტად ხელმისაწვდომია და რაზეც სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლი, ბრძოლის მექანიზმები არ აქვს. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია, სასკოლო სივრცეში, განათლების სისტემაში ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის უფრო სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით და მოზარდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იმნაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება