გიგა ბოკერია - დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს, თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია

დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს, თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა გამალებული მუშაობა ნატო-ში გაწევრიანებასა და ქვეყნის თავისუფლების დაცვაზე უნდა იყოს.

„ეს არის აბსურდი და ამ დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს. თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, თუ რაზე იხარჯება ამ ხელისუფლების რესურსი და შემდეგ საზოგადოების დებატების, იმის მაგივრად, რომ ახლა ნატო-ში გაწევრიანებასა და ჩვენი თავისუფლების დაცვაზე იყოს გამალებული მუშაობა. ზურაბიშვილს რაც შეეხება, სადაც მას აქვს მოვალეობები, იქ შეასრულოს, ფარცხალაძის საკითხში, ვიზიტებს ეს ხელს არ უშლის”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დღეს, აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე ინფორმაციით, დღეს პარტიის ორგანიზებით პარლამენტთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენა გაიმართება.

„ჩვენ 20:00 საათზე, პარლამენტის წინ, გვექნება წარმოდგენა დამატებით იმ მონაცემების, რაც ღია წყაროების საშუალებით შეგცივდა. კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ნაწილებიდან და იმ მტკიცებულებების, რომ ეს იყო გენოციდი და ეთნოწმენდა”, - აღნიშნა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება