ნინო ბურჯანაძე - მომავალი თაობები პასუხს მოგვთხოვენ, თუ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით

ჩვენი შვილები და მომავალი თაობები სწორედ ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ამას ერთობა, კონკრეტული ნაბიჯები და ეფექტური ხელისუფლება სჭირდება.

„30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა უახლოეს ისტორიაში არა მხოლოდ იმ თაობებისთვის, რომლებიც ამას მოვესწარით, არამედ შემდეგი თაობებისთვისაც. ტკივილი შეიძლება მხოლოდ მაშინ შემსუბუქდეს, როდესაც ყველანი გავერთიანდებით და დავბრუნდებით აფხაზეთში. წლები გადის, ჩვენ კი არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისათვის, რომ დაწყებულიყო შერიგების პროცესი, აღგვედგინა ნდობა. ვერც ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც მიმზიდველი გახდებოდა აფხაზებისთვის. დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. წარმოუდგენელი იყო, რომ 30 წლის თავზე ისევ გაყოფილი და ე.წ. საზღვრით დაშორებული ვიქნებოდით. მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. თუმცა რეალობა, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ. ჩვენი შვილები და მომავალი თაობები სწორედ ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. ამას კი ჩვენი ერთობა, კონკრეტული ნაბიჯები და ეფექტური ხელისუფლება სჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს