პაატა დავითაია - სოხუმის დაცემიდან 30 წლის  შემდეგაც კი, სეპარატისტების არც ერთ ლიდერზე არ არის გაცემული სანქცია ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის

27 სექტემბერი უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ომი არ დამთავრებულა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ქვეყანა ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ომი მაშინ დასრულდება, როდესაც საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და პასუხს აგებს ყველა, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

„27 სექტემბერი მტკივნეული დღეა პირადად ჩემთვის. იმ უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს შორის, ვინც ამ ომს შეეწირა, ჩემი ოჯახის წევრებიც არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რათა პირნათელნი ვიყოთ იმ მებრძოლების წინაშე, ვინც გმირულად დადო თავი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

საქართველო აუცილებლად აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. ვწუხვარ, რომ სოხუმის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც კი, სეპარატისტების არც ერთ ლიდერთან დაკავშირებით არ არის გაცემული სანქცია იმ დანაშაულებისთვის, რაც მათ ჩაიდინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე, რათა მათ საერთაშორისო სამართლის ნორმებით პასუხისმგებლობა მოუწიოთ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება