იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, ქუთაისის მერის მოადგილემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ლევან სანიკიძემ, ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნინოშვილის სკვერში“ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა აფხაზეთის ომი. სასულიერო პირებმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება