სერგო ჩიხლაძე - შარშანაც მილიარდზე მეტი შემოვიდა ჭარბი თანხა, მაგრამ დაიხარჯა ხალხზე? - არა, დაიხარჯა ისევ მანქანებზე, რემონტებსა და მივლინებებზე

ჩვენ გასულ წელსაც ვნახეთ, რომ მილიარდზე მეტი შემოვიდა ჭარბი თანხა, პრეფიციტი ბიუჯეტში. ვინმემ იგრძნო ეს მილიარდი? დაიხარჯა ხალხზე? - არა, დაიხარჯა ისევ მანქანებზე, რემონტებზე, მგზავრობებზე, მივლინებებსა და ა.შ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ საპენსიო სესხის განულება იქნება ერთჯერადი პროცესი, რითაც ასობით ათას პენსიონერს მდგომარეობა შედარებით შეუმსუბუქდება.

“ეს იქნება თანაც ერთჯერადი თანხა, რომელსაც ბიუჯეტი გაიღებს. ეს არ იქნება ყოველწლიურად გასაცემი თანხა, ამით სკეპტიკოსებს სავარაუდო კითხვებზე ვპასუხობ და კიდევ ერთი, ჩვენ შარშანაც ვნახეთ, რომ მილიარდზე მეტი შემოვიდა ის ჭარბი თანხა, პრეფიციტი ბიუჯეტში. ვინმემ იგრძნო ეს მილიარდი? დაიხარჯა ხალხზე? - არა, დაიხარჯა ისევ მანქანებზე, რემონტებზე, მგზავრობებზე, მივლინებებსა და ა.შ. ამიტომ დღეს არის შანსი ერთი სიკეთე მაინც გააკეთოს ამ მოწვევის პარლამენტმა და ეს სიდუხჭირე, რომელშიც ცხოვრობს ასობით ათასი პენსიონერი როგორმე შევუმსუბუქოთ, ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება